Tuesday, November 18, 2014

სასწავლო პროექტის გეგმა

m
სახელი და გვარი
მზია მუშკუდიანი
რაიონი
ცაგერი
სკოლა
ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფ. ლასურიაშის საჯარო სკოლა
ქალაქი
ცაგერი
თემის  მონახაზი
თემის  დასახელება
გარემო და ჩვენი პასუხისმგებლობა
თემის შინაარსი
თანამედროვე ცხოვრებიდან გამომდინარე, მოსწავლეები ცდილობენ გადაწყვიტონ გარემოს დაბინძურების პრობლემა, იკვლევენ მიზეზებს, გუნდებად მუშაობენ შერჩეულ საკითხთან დაკავშირებით, საზოგადოებაზე დადებითი გავლენის მოხდენის მიზნით, განსაზღვრავენ მოქმედების კურსს. ინფორმირებისათვის ქმნიან ბროშურებს, საინფორმაციო პოსტერებს, ათავსებენ სათანადო ადგილზე და ატარებენ გარემოს დასუფთავების აქციას.

საგანი
ისტორია; სახელმწიფო და მიქალაქეობა.
დონე/კლასი  
II ,III საფეხური / IX, X, XI კლასი
განხორციელების დროის ჩარჩო
10  დღე .           ( 19, 20, 21 სექტემბერი)
თემის საფუძვლები
შინაარსობრივი სტანდარტები და ინდიკატორები
მოსწავლეს შეძლებს გარემოს ფაქტორზე მსჯელობას,გამოიკვლევს ეკოლოგიურ საფრთხეებს, შეისწავლის დაბინძურების მიზეზებს და იმსჯელებს შედეგებზე.
მოსწავლეების ამოცანები/სწავლის შედეგები    
მოსწავლეები გააცნობიერებენ რომ გარემო ჩვენი ცხოვრების ნაწილია და ჩვენი კეთილდღეობა მასზეა დამოკიდებული.  განუვითარდებათ ბუნებრივი გარემო პირობების შენარჩუნებისა და დაცვის უნარჩვევები, გაიაზრებენ საკუთარ პასუხისმგებლობას.
მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები
ზოგადი კითხვა
რა არის გარემო?
თემატური კითხვები
როგორ გაუმკლავდეთ მოსალოდნელ ეკოლოგიურ საფრთხეს?
შინაარსობრივი კითხვები
რა გრძნობა გეუფლებათ როცა დაბინძურებულ გარემოს ხედავთ?

შეფასების გეგმა
შეფასების დროის ჩარჩო
პროექტზე მუშაობის დაწყებამდე
მოსწავლეები მუშაობენ პროექტებზე და ასრულებენ დავალებებს
პროექტზე მუშაობის დასრულების შემდეგ










·         ვმვ


·         კითხვების დასმა
·         წინარე ცოდნის დადგენა და სწორი მიმართულების დადგენა.


·         მოსწავლეს ეხმარება სწავლის პროცესის გაანალიზებაში( მეტაკოგნიცია), პროცესის თვითმონიტორინგში, თანამშრომლობით სწავლაში
მასწავლებელს ეხმარება კვლევის სწორი მიმართულების შენარჩუნებაში, მოსწავლეთა ჩართულობის უზრუნველყოფაში ( პროგრესის მონიტორინგი)

მასალის გაგებისა და ამა თუ იმ უნარ-ჩვევის ათვისების ხარისხის შემიწმება სტანდარტთან შესაბამისობით.
თვითშეფასება

შეფასების/შეფასების ინსტრუმენტების მოკლე მონახაზი
წინარე ცოდნის დასადგენად  ვიყენებ ვმვ რუბრიკას. განმავითარებელ შეფასებას, ბროშურის ,გაზეთის,პრეზენტაციის შეფასების ჩეკლისტებს.პროექტის დაგეგმვისას  ვიყენებ  გზამკვლევს, რომელშიც გაწერილია ინდივიდუალური პასუხისმგებლობები, თვითშეფასება, მასწავლებლის შეფასება. შეფასების დაგეგმის ცხრილი, დროში  გაწერილი შეფასების გეგმა, კოლაბორაციული შეფასება
 პროექტის შეფასება.
სხვა საკითხები
საბაზისო უნარ-ჩვევები
შემოქმედებითობა, პრობლემის გადაჭრა, კვლევა , თანამშრომლობა, პასუხისმგებლობა, ტექნოლოგიური უნარ-ჩვევები
სასწავლო პროცედურები
სასწავლო ციკლის ზუსტი აღწერა - მოსწავლეთა მიერ შესრულებული აქტივობების მასშტაბები და თანმიმდევრობა, მოსწავლეთა ჩართულობის აღწერა სწავლის პროცესის დაგეგმვაში.ვხვდები მოსწავლეებს და ინდივიდუალურად ვურიგებ ვ. მ. ვ. სქემას, რაც საშუალებას მაძლევს გავიგო მოსწავლეთა წინარე ცოდნა საკითხის ირგვლივ და მათი საჭიროებანი. ვაკეთებ განმავითარებელ შეფასებებს და ვუსახავ სწორ მიმართულებებს. მოსწავლეებს ვყოფ ჯგუფებად, ვიყენებ კამათლის მეთოდს: მაქვს ორი კამათელი, ვაგორებინებ მოსწავლეებს და ვანაწილებ სხვადასხვა ჯგუფებად, იმ რიცხვების ჯამის მიხედვით, რომლებიც მათ ორი კამათლის გაგორების შედეგად ამოუვათ ( მაგ. ის მოსწავლეები, რომლებიც ჯამში შვიდს გააგორებენ ერთ ჯგუფში განთავსდებიან. თუ ოთხი მოსწავლე გააგორებს შვიდს- წარმოიქმნება ორი პარტნიორი წყვილი). ჯგუფებს ვაძლევ დავალებებს:
I  ჯგუფი- მუშაობს ბროშურის შაბლონზე
II ჯგუფი - მუშაობს გაზეთის შაბლონზე
III ჯგუფი - მუშაობს პრეზენტაციაზე
ვხვდები ისევ მოსწავლეებს და ვაკეთებ შეფასებებს.
ვაფასებ: წინასწარ გამზადებული ბროშურის ჩეკლისტით, პრეზენტაციით.
მოსწავლეებთან ვაწყობ შეხვედრებს უკუკავშირის მისაღებად, შეფასების გასაზიარებლად     , რჩევების შეთავაზებისთვის , ვაძლევ დამატებით ინსტრუქციებს და ვპასუხობ შეკითხვებს.
მოსწავლეები არიგებენ ბროშურებს რეკლამირებისთვის და სხვა საინფორმაციო პოსტერებს ათავსებენ სათანადო ადგილებზე საზოგადოების ინფორმირებისთვის.
ვხვდები მოსწავლეებს და ვაცნობ მიზანს . ვთხოვ მოსწავლეებს შეადგინონ სამოქმედო გეგმა , რომლითაც პროექტზე მუშაობისას იხელმძღვანელებენ. პროექტის მიმდინარეობის დროს ხშირად ვიყენებ მიმართულების მიმცემ საკვანძო შეკითხვებს, რათა მოსწავლეებმა აქცენტი გააკეთონ მნიშვნელოვან ცნებებსა და არსებით საკითხებზე.
      მოსწავლეები იკვლევენ მასალებს გარემოს შესახებ, ინტერნეტ საიტებში მოიძიებენ პრევენციების გზებს. პროექტის მიმდინარეობისას მოსწავლეებს ვაკეთებინებ დროულ რეფლექსიას, რათა დაფიქრდნენ თავიანთ სწავლის პროცესზე, ასევე ვიყენებ დროში გაწელილ შეფასების გეგმას, რომელიც მოსწავლეს ეხმარება: სწავლის პროცესის თვითმონოტორინგში, თანამშრომლობით სწავლაში. დროდადრო ვუბრუნდები მიმართულების მიმცემ საკვანძო სიტყვებს , ვამოწმებ თუ როგორ შეინარჩუნეს მოსწავლეებმა კვლევის სწორი მიმართულება და როგორია მოსწავლეების ჩართულობა. კვლევის ეტაპზე მოსწავლეებს ვთხოვ თვალი მიადევნონ რესურსებს.
     პროექტის დასრულებისას მოსწავლეები წარადგენენ საბოლოო მოქმედების კურსს, რაც გამოიხატება აქციის მოწყობაში:
I დღე           სკოლის ეზოსა დამისი შემოგარენის დასუფთავება
II დღე            მონასტრის ეზოს დასუფთავება
III დღე             საცხოვრებელი უბნების დასუფთავება
     პროექტის დასრულებისას ვაკეთებთ შემაჯამებელ შეფასებას სპეციალური რუბრიკით.  
            ვახდენ მასალის გაგებისა და ამა თუ იმ უნარჩვევების ათვისების ხარისხის შემოწმწბას სთანდარტთან
შესაბამისობაში.
        შედეგებიდან მიღებულ ინფორმაციას ვიყენებ მომავალი სასწავლო ღონისძიებების დაგეგმვისათვის.












დიფერენცირებული სწავლება

სპეციალური საჭიროებები
  • დავურიგე ზოგიერთი პროდუქტის შაბლონი, როგორიც არის, მაგ. ბროშურის შაბლონი
  • ნება დავრთე აირჩიოს საბოლოო პროექტზე მუშაობის მეთოდი და საშუალებები, საკუთარი შესაძლებლობების მიხედვით.

არაქართულენოვანი
მოსწავლეები (მოსწავლეები, რომლებისთვის სწავლების ენა არ არის მშობლიური)

  • ნება დავრთე საბოლოო პროექტში გარკვეული ნაწილი მშობლიურ ენაზე შეასრულონ
  • გამოვიყენე მშობლიურ ენაზე მოსაუბრე მოსწავლეებისათვის შექმნილი რამდენიმე შაბლონი, მაგ, გაზეთის შაბლონი

მაღალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეები
  • ყურადღება მიაქციონ , რომ საბოლოო პროექტი საზოგადოებრივი პროექტების და პროგრამების ფართო სპექტრს ითვალისწინებს, რაც ნიჭიერი მოსწავლეების შესაძლებლობების სრულად გამოყენების საშუალებას იძლევა.
  • წავახალისე, რათა მათ არა ზედაპირულად, არამედ სიღრმისეულად შეისწავლონ საკითხი და რთული პრობლემების კრეატიულ გადაწყვეტილებას მიაგნონ.
სასწავლო თემისთვის საჭირო მასალები


ტექნოლოგიატექნიკა (მონიშნეთ პროექტისათვის  საჭირო ტექნოლოგიური უზრუნველყოფა)

 ფოტოკამერა
 კომპიუტერი (ები)
 ციფრული კამერა
 DVD ფლეიერი
 ინტერნეტკავშირი
 ლაზერული დისკი
 საბეჭდი მანქანა/პრინტერი
 პროექტორი
 სკანერი
 ტელევიზორი
 VCR, ვიდეო
 ვიდეოკამერა
 ვიდეო საკონფერენციო აღჭურვილობა.
 სხვა      
ტექნოლოგია – პროგრამული უზრუნველყოფა (მონიშნეთ პროექტის ფარგლებში გამოყენებული პროგრამა/პროგრამები )
 მონაცემთა ბაზა/ცხრილები
 საგამომცემლო პროგრამები
 ელფოსტის პროგრამა
 ენციკლოპედია კომპაქტდისკზე
 ფოტო/სურათების დამუშავება
 ინტერნეტძიება
 მულტიმედია
 ვებგვერდის შექმნა
 ვორდის პროგრამა
 სხვა      


ბეჭდვითი მასალები
შეგიძლიათ იხილოთ  ბიბლიოგრაფიის ჩანართში
ინვენტარი/მასალები
მარკერები, ფერადი ფურცლები, ტომრები, პოლიეთილენის პარკები, ერთჯერადი ხელთათმანები, სასოფლო სამეურნეო ინვენტარი ( ცული, ცელი, ცოცხი...)
ინტერნეტრესურსები
Ecovision.ge, newsdau.ge, naec.ge, facebook.com
Google.ge , Wikipedia.org, unicef.org, eird.org, unisdr.org, crid.or.cr, cenn.ge

სხვა რესურსები
საველე ვიზიტები, მოწვეული სტუმრები, მოსწავლეები სხვა ჯგუფებიდან, ადგილობრივი თემის/საზოგადოების წარმომადგენლები, მშობლები.