Saturday, February 17, 2018

ისტორიის მოყვარულთა კლუბი

სსიპ. ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ლასურიაშის საჯარო სკოლის            ისტორიის მოყვარულთა კლუბი
                                               თ   ა   კ   ვ   ე   რ   ი
                                                             
                                                              2017-2018 სასწ. წელი

                                                 კლუბის სამოქმედო გეგმა
N
შესასრულებელი სამუშაო
შესრულების დრო
შენიშვნა
1
კლუბის მიზნებისა და სამომავლო გეგმების გაცნობა
10/10/2017
მოსწავლეებთან ერთად სამუშაო გეგმის შედგენა და ლიდერის არჩევნები
2
პროექტი ,,გაიცანი შენი კუთხე“
27/10/2017
სოფ. ქულბაქის ისტორიული კუთხის გაცნობა, ექსკურსია ,,მწვანე ტბაზე“
3
ინტელექტუალური თამაში ,,რა? სად? როდის? „
03/11/2017
ჯგუფები ,,ფენიქსი“ და ,,არგონავტები“ ერთმანეთის წინააღმდეგ.
4
ლ. ასათიანის 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილი ლექსების კრებულის ,,აქ სიყვარულით სულდგმულობს მიწა“ გაცნობა
17/11/2017
შეხვედრა ლექსების ერთ-ერთ ავტორ მარი სილაგაძესთან
5
ლექცია ,,დიდგორით დიდი გული აქვს ქართველს“
08/02/2018
,,გზა ევროპისკენ“
(ასოცირების ხლშეკრულების ძირითადი მუხლების გაცნობა)
თომა ჩაგენიშვილის ფილმის ,,მოგზაურობა ევროპაში“ ჩვენება.
6
საქართველო 1918-1921 წლებში
25/02/2018
თომა ჩაგელიშვილის ფილმის ჩვენება
7
,,გამარჯობა აფხაზეთო ჩემო“
22/03/2018
შეხვედრა აფხაზეთიდან დევნილ შამილ ბრეგვაძესთან
8
პრეზენტაცია ,,ალექსანდრე მაკედონელი“
19/04/2018
პრეზენტატორები XI კლასის მოსწავლეები
9
დისკუსია ,,ვინ არის ჩემთვის გიორგი სააკაძე“
17/05/2018
წიგნი ,,დიდი მოურავის“ განხილვა
X-XI კლასის მოსწავლეები
10
ექსკურსია ცაგერის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში
6/06/2018
კლუბის მუშაობის შეჯამება

              
                     კლუბის მიერ განხორციელებული ღონისძიებები

პროექტი ,,გაიცანი შენი კუთხე"
ინტელექტუალური თამაში ,,რა? სად? როდის?"

შეხვედრა სკოლის კურსდამთავრებულ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტის სტუდენტ მარი სილაგაძესთან
,,გზა ევროპისკენ"

საწავლო პროექტი ,,რა? სად? როდის? "

                                 პროექტი



სასწავლო პროექტის ავტორი                                                  მზია მუშკუდიანი
ელ-ფოსტა:                                                                                   mziamushkudiahi@gmail.com
სსიპ. ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ლასურიაშის საჯარო სკოლა
პროექტის სახელი                                                             რა? სად? როდის?
პროექტის აქტუალობა
მოსწავლეები გაეცნობიან დამატებით ლიტერატურას, შეიძენენ ცოდნას, როგორც მსოფლიო, ისე საქართველოს ისტორიის მნიშვნელოვან მოვლენებზე.
პროექტის მიზანი
წარმატებული მოქალაქის აღზრდისთვის საჭირო ინტელექტუალური უნარ-ჩვევების დახვეწა, განვითარება.
მოსალოდნელი შედეგები
მოსწავლეებს ჩამოუყალიბდებათ ზოგადი მიხვედრილობის, კოლექტიური თანამშრომლობის და ანალიტიკური აზროვნების უნარ-ჩვევები, აუმაღლდებათ წიგნიერების დონე.
სამიზნე ჯგუფები
IX, X, XI, XII კლასის მოსწავლეები
ვადები და ხანგრძლივობა
ორი კვირა
ჩატარების დრო
3/11/2017 წ
აქტივობების შესაბამისობა მიზანთან
გუნდების შექმნა
·         I გუნდი- ,,ფენიქსი“ (გუნდის კაპიტანი: გ. მუშკუდიანი, X კლ)
·         II გუნდი- ,,არგონავტები“ (გუნდის კაპიტანი; ბ.მეიფარიანი, X კლ)
კითხვების შედგენა, ორგანიზება
ჟიურის დაკომპლექტება
მუსიკალური ნომრების შეეჩევა შესვენების პერიოდში
გამარჯვებული გუნდის დაჯილდოება
საჭირო რესურსები
თაბახის ფურცლები, ფლომასტერები, კონვერტები, კომპიუტერი, მუსიკალური ცენტრი, ციფრული აპარატი, კითხვებისათვის გამოყენებული ლიტერატურა ( ,,მატიანე“, ,,ძველი მსოფლიოს ენციკლოპედია“, ,,IX-XI კლასის ისტორია“, ,, შუა საუკუნეების ისტორიის ენციკლოპედია“.
რეფლექსია
პროექტი იყო საკმაოდ საინტერესო და წარმატებული. მოსწავლეებმა თავად მოიფიქრეს გუნდის სახელები და ახსნეს , თუ რატომ აირჩიეს ისინი, შექმნეს  შესაბამისი ემბლემები. ორი კვირის განმავლობაში წაიკითხეს სხვადასხვა სახის ისტორიული ლიტერატურა. პერიოდულად ხვდებოდნენ ერთმანეთს გუნდის წევრები და უზიარებდნენ ერთმანეთს აზრებს., ბიბლიოთეკაში კი იმატა წიგნის მსურველთა რაოდენობამ. გაუჩნდათ ინტერესი დამატებითი ცოდნის შეძენის მიმართ. პროექტის დასრულების შემდეგ გამოთქვეს სურვილი მსგავსი აქტივობების ხშირად ჩატარების და გამოიწვიეს მასწავლებელთა გუნდი.
ფოტო/ვიდეო მასალა
განტავსებულია Facebook გვერდზე: ლასურიაშის საჯარო სკოლა
საკონტაქტო ნომერი 599 53 65 43


სასწავლო პროექტი ,,ოდესმე დიდი ყოფილა საქართველო

სასწავლო პროექტის ავტორი
მზია მუშკუდიანი 
სსიპ. ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ლასურიაშის საჯარო სკოლა
ელ-ფოსტა
mziamushkudiahi@gmail.com
თემის დასახელება
,,ოდესმე დიდი ყოფილა საქართველო"
პროექტის აქტუალობა
მოსწავლეები თვითონ განასახიერებენ მეფეებს, გაუჩნდებათ თანაგანცდის უნარი, დაინტერესდებიან თითოეულის ცხოვრებისეული ეპიზოდებით და კიდევ უფრო შეიყვარებენ საკუთრივ ქვეყანას, დააფასებენ მათ წარსულს.
მიზნის ფორმულირება
მოსწავლეებში პატრიოტიზმის გაღვივება, ქვეყნის ინტერესებისა და ღირებულებების მიმართ საკუთარი პასუხისმგებლობის გააზრება.
მოსალოდნელი შედეგები
მოსწავლეებმა გაიხსენეს საქართველოს ისტორიის მნიშვნელოვანი პერიოდი: ,,ფარნავაზიდან დავითამდე", წარმოაჩინეს თითოეული მეფის მოღვაწეობა და შეაფასეს მათი როლი საქართველოს ისტორიაში, რამაც ხელი შეუწყო მათში პატრიოტიზმის გაღრმავებას და შემოქმედებითი, კვლევის, სოციალური უნარ-ჩვევების განვითარებას.
სამიზნე ჯგუფები
I, II, III, IV, V, VI, VII კლასები
ვადები/ხანგრძლივობა
1 კვირა
აქტივობების შესაბამისობა მიზანთან
    ჯგუფების შექმნა, ფუნქციების გადანაწილება
I გუნდი- ,,დავითიანი"
II გუნდი- ,,გორგასლიანი"

I აქტივობა- ვიქტორინა ,,დიდგორით დიდი გული აქვს ქართველს"
II აქტივობა-დავითის სახელობის ტაძარში წირვა-ლოცვაზე დასწრება (8 თებერვალი)
III აქტივობა- ისტორიულ-მუსიკალური კომპოზიცია ,,ფარნავაზიდან დავითამდე"
საჭირო რესურსები
ფერადი ფანქრები, მარკერები, თვალსაჩინოებები, მეფეთა სამოსები, კომპიუტერი, პროექტორი, მუსიკალური ცენტრი, დეკორაციები, ფოტო/ვიდეო გადამღები, დისკი.
რეფლექსია
ჩემი აზრით, პროექტი იყო საკმაოდ საინტერესო და წარმატებული. მოსწავლეები ჩართული იყვნენ როგორც დეკორაციების, ისე ფორმების შექმნაში. საკმაოდ კარგად მოირგეს მეფეების როლი, გადმოსცეს ის შინაარსობლივად, მუსიკალურად, მხატვრულად. პროექტში აქტიურად იყო ჩართული სსსმ მოსწავლე. ღონისძიება დატვირთული იყო როგორც ისტორიულად, ისე მუსიკალურად და თეატრალურად. მოსწავლეებმა დიდი სიამოვნება მიანიჭეს როგორც საკუთარ თავს, ისე დამსწრე საზოგადოებას. მათ არასოდეს დაავიწყდებათ ისტორიის ეს მნიშვნელოვანი ფურცელი ,,ფარნავაზიდან დავითამდე". ასევე დაგეგმილი მქონდა ექსკურსია გელათში, რაც, სამწუხაროდ, ამინდის გაუარესების გამო ვერ მოხერხდა და რასაც გავითვალისწინებ მომავალ სასწავლო წელს.
ფოტო/ვიდეო მასალა
განთავსებულია სოც.ქსელში Facebook.com/ლასურიაშის საჯარო სკოლა/ და etaloni.ge-ზე.
საკონტაქტო ნომერი
599 53 65 43