Saturday, February 17, 2018

საწავლო პროექტი ,,რა? სად? როდის? "

                                 პროექტი



სასწავლო პროექტის ავტორი                                                  მზია მუშკუდიანი
ელ-ფოსტა:                                                                                   mziamushkudiahi@gmail.com
სსიპ. ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ლასურიაშის საჯარო სკოლა
პროექტის სახელი                                                             რა? სად? როდის?
პროექტის აქტუალობა
მოსწავლეები გაეცნობიან დამატებით ლიტერატურას, შეიძენენ ცოდნას, როგორც მსოფლიო, ისე საქართველოს ისტორიის მნიშვნელოვან მოვლენებზე.
პროექტის მიზანი
წარმატებული მოქალაქის აღზრდისთვის საჭირო ინტელექტუალური უნარ-ჩვევების დახვეწა, განვითარება.
მოსალოდნელი შედეგები
მოსწავლეებს ჩამოუყალიბდებათ ზოგადი მიხვედრილობის, კოლექტიური თანამშრომლობის და ანალიტიკური აზროვნების უნარ-ჩვევები, აუმაღლდებათ წიგნიერების დონე.
სამიზნე ჯგუფები
IX, X, XI, XII კლასის მოსწავლეები
ვადები და ხანგრძლივობა
ორი კვირა
ჩატარების დრო
3/11/2017 წ
აქტივობების შესაბამისობა მიზანთან
გუნდების შექმნა
·         I გუნდი- ,,ფენიქსი“ (გუნდის კაპიტანი: გ. მუშკუდიანი, X კლ)
·         II გუნდი- ,,არგონავტები“ (გუნდის კაპიტანი; ბ.მეიფარიანი, X კლ)
კითხვების შედგენა, ორგანიზება
ჟიურის დაკომპლექტება
მუსიკალური ნომრების შეეჩევა შესვენების პერიოდში
გამარჯვებული გუნდის დაჯილდოება
საჭირო რესურსები
თაბახის ფურცლები, ფლომასტერები, კონვერტები, კომპიუტერი, მუსიკალური ცენტრი, ციფრული აპარატი, კითხვებისათვის გამოყენებული ლიტერატურა ( ,,მატიანე“, ,,ძველი მსოფლიოს ენციკლოპედია“, ,,IX-XI კლასის ისტორია“, ,, შუა საუკუნეების ისტორიის ენციკლოპედია“.
რეფლექსია
პროექტი იყო საკმაოდ საინტერესო და წარმატებული. მოსწავლეებმა თავად მოიფიქრეს გუნდის სახელები და ახსნეს , თუ რატომ აირჩიეს ისინი, შექმნეს  შესაბამისი ემბლემები. ორი კვირის განმავლობაში წაიკითხეს სხვადასხვა სახის ისტორიული ლიტერატურა. პერიოდულად ხვდებოდნენ ერთმანეთს გუნდის წევრები და უზიარებდნენ ერთმანეთს აზრებს., ბიბლიოთეკაში კი იმატა წიგნის მსურველთა რაოდენობამ. გაუჩნდათ ინტერესი დამატებითი ცოდნის შეძენის მიმართ. პროექტის დასრულების შემდეგ გამოთქვეს სურვილი მსგავსი აქტივობების ხშირად ჩატარების და გამოიწვიეს მასწავლებელთა გუნდი.
ფოტო/ვიდეო მასალა
განტავსებულია Facebook გვერდზე: ლასურიაშის საჯარო სკოლა
საკონტაქტო ნომერი 599 53 65 43


No comments:

Post a Comment