Saturday, February 17, 2018

სასწავლო პროექტი ,,ოდესმე დიდი ყოფილა საქართველო

სასწავლო პროექტის ავტორი
მზია მუშკუდიანი 
სსიპ. ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ლასურიაშის საჯარო სკოლა
ელ-ფოსტა
mziamushkudiahi@gmail.com
თემის დასახელება
,,ოდესმე დიდი ყოფილა საქართველო"
პროექტის აქტუალობა
მოსწავლეები თვითონ განასახიერებენ მეფეებს, გაუჩნდებათ თანაგანცდის უნარი, დაინტერესდებიან თითოეულის ცხოვრებისეული ეპიზოდებით და კიდევ უფრო შეიყვარებენ საკუთრივ ქვეყანას, დააფასებენ მათ წარსულს.
მიზნის ფორმულირება
მოსწავლეებში პატრიოტიზმის გაღვივება, ქვეყნის ინტერესებისა და ღირებულებების მიმართ საკუთარი პასუხისმგებლობის გააზრება.
მოსალოდნელი შედეგები
მოსწავლეებმა გაიხსენეს საქართველოს ისტორიის მნიშვნელოვანი პერიოდი: ,,ფარნავაზიდან დავითამდე", წარმოაჩინეს თითოეული მეფის მოღვაწეობა და შეაფასეს მათი როლი საქართველოს ისტორიაში, რამაც ხელი შეუწყო მათში პატრიოტიზმის გაღრმავებას და შემოქმედებითი, კვლევის, სოციალური უნარ-ჩვევების განვითარებას.
სამიზნე ჯგუფები
I, II, III, IV, V, VI, VII კლასები
ვადები/ხანგრძლივობა
1 კვირა
აქტივობების შესაბამისობა მიზანთან
    ჯგუფების შექმნა, ფუნქციების გადანაწილება
I გუნდი- ,,დავითიანი"
II გუნდი- ,,გორგასლიანი"

I აქტივობა- ვიქტორინა ,,დიდგორით დიდი გული აქვს ქართველს"
II აქტივობა-დავითის სახელობის ტაძარში წირვა-ლოცვაზე დასწრება (8 თებერვალი)
III აქტივობა- ისტორიულ-მუსიკალური კომპოზიცია ,,ფარნავაზიდან დავითამდე"
საჭირო რესურსები
ფერადი ფანქრები, მარკერები, თვალსაჩინოებები, მეფეთა სამოსები, კომპიუტერი, პროექტორი, მუსიკალური ცენტრი, დეკორაციები, ფოტო/ვიდეო გადამღები, დისკი.
რეფლექსია
ჩემი აზრით, პროექტი იყო საკმაოდ საინტერესო და წარმატებული. მოსწავლეები ჩართული იყვნენ როგორც დეკორაციების, ისე ფორმების შექმნაში. საკმაოდ კარგად მოირგეს მეფეების როლი, გადმოსცეს ის შინაარსობლივად, მუსიკალურად, მხატვრულად. პროექტში აქტიურად იყო ჩართული სსსმ მოსწავლე. ღონისძიება დატვირთული იყო როგორც ისტორიულად, ისე მუსიკალურად და თეატრალურად. მოსწავლეებმა დიდი სიამოვნება მიანიჭეს როგორც საკუთარ თავს, ისე დამსწრე საზოგადოებას. მათ არასოდეს დაავიწყდებათ ისტორიის ეს მნიშვნელოვანი ფურცელი ,,ფარნავაზიდან დავითამდე". ასევე დაგეგმილი მქონდა ექსკურსია გელათში, რაც, სამწუხაროდ, ამინდის გაუარესების გამო ვერ მოხერხდა და რასაც გავითვალისწინებ მომავალ სასწავლო წელს.
ფოტო/ვიდეო მასალა
განთავსებულია სოც.ქსელში Facebook.com/ლასურიაშის საჯარო სკოლა/ და etaloni.ge-ზე.
საკონტაქტო ნომერი
599 53 65 43




No comments:

Post a Comment